ახალი ამბები
ზუგდიდელი დავით სამუშია მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა
ზუგდიდელმა მკლავჭიდელმა დავით სამუშიამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა. შეჯიბრი რუმინეთში, ქალაქ კონსტანტაში მკლავჭიდის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით გაიმართა. ფინალში სამუშიამ 80 კგ. წონით კატეგორიაში ​სენიორებში-მარჯვენა მკლავით, ბულგარელი ბოჟიდარ სიმეონოვი დაამარცხა.



დავით სამუშია Zloty Tur 2018-ის თასის გამარჯვებულიცაა. ასევე, სამგზის ევროპის ჩემპიონი.
Print