ახალი ამბები
„ჩვენ ცვლილებებისთვის“ - პროექტის დასკვნითი ღონისძიება ზუგდიდში
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისში ორგანიზაცია „ილი“-ს პროექტის  „ჩვენ ცვლილებებისთვის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის მიზანი იყო რეგიონში სმენადაქვეითებული ბავშვების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ცნობადობის გაზრდა. შეხვედრაზე პროექტის შედეგების შესახებ ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გამგეობის თავმჯდომარემ სალომე გარდავამ ისაუბრა.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, საინფორმაციო კამპანია, შეხვედრები მოსახლეობასთან, კვლევა(ფოკუს-ჯგუფები), საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება-გავრცელება და სხვ. გარდა ამისა, პროექტის  შესახებ მომზადდა რადიო გადაცემა და ვიდეორგოლი.

„პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო ორგანიზაციისთვის. იმედი გვაქვს მომავალშიც გვექნება საშუალება სხვადასხვა პროექტებით მხარი დავუჭიროთ სმენადაქვეითებულ ბავშვებს, მათ მშობლებს კი საჭიროებების მიხედვით შევუწყოთ ხელი”, - თქვა სალომე გარდავამ.

პროექტს „ჩვენ ცვლილებებისთვის“ ახორციელებს ორგანიზაცია „ილი“, რომელიც  სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლების მიერ დაფუძნდა.

პროექტი ხორციელდება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.  პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).


Print