რეგიონი
ზუგდიდის გალერეაში ნუგზარ ჩხეტიას ნახატები გამოიფინეს
არტ გალერეაში ზუგდიდელი თვითნასწავლი მხატვრის ნუგზარ ჩხეტიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა. ხელოვანმა 80-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი წარმოადგინა. 



"სულ 1500-ზე მეტი ფერწერული ტილო მაქვს გაკეთებული. რაც დღეს აქ წარმოვადგინე არის დარჩენილები, რომლებიც გაყიდვას გადაურჩა. ჩემს ნამუშევრებს, ძირითადად, უცხოელები ყიდულობენ. თვითნასწავლი მხატვარი ვარ და ამით ვირჩენ თავს. ეს ჩემი მეორე გამოფენაა და ერთ წელში მესამესაც გავაკეთებ. ვხატავ პეიზაჟებს, მეგობრის პორტრეტებს, ნატურმორტებს, ვხატავ ყველაფერს, რაც მომწონს", - აღნიშნა ნუგზარ ჩხეტიამ.



გამოფენა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.




გალერეაში ნახატები 20 ნოემბრამდე დარჩება და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


ნუგზარ ჩხეტია მომდევნო გამოფენას ერთ წელში გეგმავს.
Print