რეგიონი
ზუგდიდიდან იაპონიაში ათეულობით ტონა კივს წელსაც გაიტანენ
კომპანია „ნერგეტა“ იაპონიაში რამდენიმე ათეული ტონა კივის გატანას გეგმავს. კომპანიის განვითარების მენეჯერი კონსტანტინე ვეკუა ამბობს, რომ მოსავლის აღების პროცესი რამდენიმე დღეა დაიწყო და მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება. მისვე თქმით,  შარშანდელთან შედარებით, წელს ორჯერ მეტ მოსავალს ელოდებიან.

„კონკრეტულად ვერ გეტყვით რამდენი ტონა კივის გატანას ვგეგმავთ და რა ფასად. გაიყიდება ტოკიოსა და სხვა ქალაქებში. სიახლე რაც გვაქვს, ის არის, რომ შევცვალეთ შეფუთვის დიზაინი. იაპონელების მოთხოვნით შეფუთვაში მეტი ვარდისფერი შევიტანეთ, რადგან გვითხრეს, რომ ამომავალი მზის ქვეყნაში მცხოვრებ ქალებს ძალიან უყვართ ეს ფერი. ასევე შევცვალეთ ეტიკეტირება და მოვარგეთ იაპონელების მოთხოვნებს“, - აღნიშნა კონსტანტინე ვეკუამ.

ზუგდიდის სოფელ ინგირში 24 ჰექტარი კივის პლანტაცია 2011-2012 წლებში გააშენეს. კომპანიამ მოსავალი 2015 წელს გერმანიაშიც გაიტანა, შემდეგ კი იაპონიის ბაზარზე შევიდა.


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის სოფელ კახათის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიმდინარე წლის ზაფხულში გერმანიის, ავსტრიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს საერთაშორისო ბანაკებში გაემგზავრებიან.
ევროპის ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის
საზოგადოება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჟენევაში საარბიტრაჟო დავის დაწყებას აპირებს.
ზუგდიდის ბაღის ლოგოს კონკურში მონაწილეობის მიღება მსურველებს 10 თებერვლიდან შეეძლებათ. საკონკურსო პირობებზე ლოგოს შესარჩევად დაკომპლექტებულმა  სპეციალურმა კომისიამ დღეს იმსჯელა.
2020 წლის იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 309 ფაქტი გამოავლინეს.
დღის სიახლეები
20 / თებერვალი 2020
ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის აღმართვასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიხედვით, მოზაიკური ფრესკის მთლიანი ზომა 6,7 X 3,7 მეტრია. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მაკეტი ქართველმა
20 / თებერვალი 2020
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, ბაღში მორიგი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. ამავე ცნობით, დაზიანებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი უძველესი ჭურჭელი - ქვევრი.
20 / თებერვალი 2020
ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი აშენდება.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 5 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ფოთი 8 °C
img
მესტია -2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.