ახალი ამბები
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალს დღეს წაუყენებენ
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ზუგდიდში ხვალ გაიმართება. დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ნუგზარ ტყებუჩავამ უთხრა.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, ორი მოქმედი და ერთი ყოფილი საჯარო მოხელე გუშინ დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მათ სახელმწიფო ქონების გაფლანგვას, დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი გულგრილობასა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავება.

გამოძიებასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე ვადით ითვალისწინებს.


ამავე თემაზე:

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს
Print