ახალი ამბები
ზუგდიდის მერი: პატრიარქის შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვემიჯნები
პატრიარქის მხარდამჭერი მსვლელობა - ლიტანიობის შემდეგ, ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღავლინეს, რომელსაც მერი გიორგი შენგელია დაესწრო. მისი თქმით, იგი პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ემიჯნება და მის მხარდამჭერ აქციებს ყოველთვის დაესწრება.

„პატრიარქის შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვემიჯნები, ვემიჯნებოდი და გავემიჯნები აწიც. მე მიყვარს ჩემი პატრიარქი და მასში ვხედავ ადამიანს, რომელიც არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის, სულიერების და ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე. მე ყოველთვის შევუერთდები პატრიარქის მხარდამჭერ აქციებს“, - ამბობს მერი.

ბოლო დროს საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე მან კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს სინოდის გადასაწყვეტია.

ამავე თემაზე:

თაზო ფაცაცია: ეკლესიასთან ომი არავის მოუგია

Print