რეგიონი
მეუფე გრიგოლი: ჩვენს თვალწინ უმძიმესი და ურთულესი პროცესები განვითარდა
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ბრწყინვალე აღდგომის საკათედრო ტაძარში ღამისთევის წირვა აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ქადაგებისას აღნიშნა, რომ ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები უმძიმესია და ის მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.

,,ქრისტესმიერ საყვარელო სამწყსოვ, მამანო და დედანო, ძმანო და დანო, ჩვენო ძვირფასო სულიერნო შვილნო, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენს თვალწინ განვითარდა პროცესი, რაც თავისი არსით არის უმძიმესი და ურთულესი! მღელვარებამ მოიცვა მთელი საზოგადოება, მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოს უძველესი სამოციქულო საყდარი და აქ განვითარებული მოვლენები, რამაც არავინ დატოვა გულგრილი. ჩვენ აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში, როგორც 2018 წლის ერთ-ერთ შეხვედრაზე მისი უწმიდესობა ბრძანებდა - „მთის მწვერვალიდან დაგორდა ლოდი“ და საფრთხე დაემუქრა ყველას და ყველაფერს! შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი საერთო სახალხო სასამართლო პროცესში ჩართვა, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ემოციური დუღილის პროცესი და ნებისმიერი მხრიდან ყოველგვარი განცხადება, თუნდაც კეთილი განზრახვით ნაკარნახევი აზრი, ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამამძიმებელი შეიძლება აღმოჩნდეს. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება საღი აზრი, რაც შექმნილ ვითარებას გარკვეულწილად დაამშვიდებს და თანდათანობით დააბრუნებს განვითარების პერსპექტივაზე ორიენტირებულ კალაპოტში, იმ მძლავრ საყრდენზე, რაც საუკუნეთა განმავლობაში ქარიშხალთა პირობებში ეკლესიის მდგრადობას განაპირობებდა!

არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ წინ გველოდება არანაკლებ რთული გზა! ჩვენს სახარებისეულ რწმენას წინ ელოდება დიდი გამოცდა! დიდი გამოცდა ელის ჩვენს სამოქალაქო ცნობიერებასაც! რასაკვირველია, ეს არის ქრისტიანული ცხოვრების, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული ერის არსებობის თანმდევი პროცესი. საბჭოთა წარსული, რომელიც ტოტალიტარიზმისა და კოლექტივიზმის სახით ჯერ კიდევ ჩვენს ქვეცნობიერშია ჩამალული, კვლავინდებურად გვიტევს და ცდილობს წარსულში ჩვენს დაბრუნებას, როგორც ფარაონი, რომელიც ვერ ელევა ეგვიპტიდან აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალ ისრაელს, და ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით ცდილობს მის უკან დაბრუნებას! თუმცა, ჩვენ ვიცით, თუ რა ბედი ეწია მას (ფარაონს), როცა ორად გაპობილ მეწამულ ზღვაში ჰპოვა თავისი აღსასრული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მიუხედავად ტკივილებისა, ვიმოძრაოთ წინ და არ შევუშინდეთ ქარიშხალს! დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არის შიში, სასოწარკვეთა და იმედგაცრუება! შიშმა არ უნდა მოიცვას ჩვენი გონება! ნუთუ ეჭვი გვეპარება იმაში, რომ სადაც ქრისტეა, იქ გამარჯვებაცაა?! ...და სადაც ქრისტიანულ ღირებებულებთან ადამიანის ნების თანხვედრაა, იქ არის ქრისტე, ვითარცა მხსნელი! ცოდვის, უკეთურებისა და ბოროტების წინააღმდეგ დაპირისპირების უალტერნატივო საშუალებაა სარწმუნოება, სასოება და სიყვარული! შეშინებული და დამფრთხალი საზოგადოება, შეშინებული ქრისტიანი, ბევრად უფრო საშიში და სახიფათოა, ვიდრე ის, რისიც მას ეშინია!

ეკლესიის ცხოვრებაში პრობლემები იყო მისი დაფუძნების პირველივე დღეებიდან, არის დღესაც და იქნება მომავალშიც, რადგან ის ცოცხალი ორგანიზმია; ამაზე ვამახვილებდი ყურადღებას ჩემი საეპისკოპოსო ხელდასხმის წინ წარმოთქმულ სიტყვაში და ამაზე არაერთგზის მისაუბრია ჩემს სულიერ ძმებთან და თქვენთან, ჩემს სამწყსოსთან. მაგრამ დღეს, მოცემულ ვითარებაში, ყოველივე ეს მეორეხარისხოვანი ხდება და უკანა პლანზე გადადის, რადგან დღის წესრიგში დგას ერთადერთი და უმთავრესი ამოცანა - შექმნილი კრიზისული ვითარების დაძლევა; და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბრის გაგრძელება იმ რეჟიმში და იმ გარემოში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ყოველგვარი ხელის შემშლელი ფაქტორებისგან განრიდებულად, ვიზრუნოთ არსებული პრობლემების დაძლევსა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. შექმნილ ვითარებაზე ყველაა პასუხისმგებელი! და მაინც...!ლაზარე, მეგობარი იესო ქრისტესი, მოკვდა! მკვდარი ლაზარე ოთხი დღის განმავლობაში სიმყრალემ მოიცვა!, ...მაგრამ ლაზარე აღადგინა უფალმა! ასე რომ, არანაირი მიზეზი არ გვაქვს სასოწარკვეთისა და იმედგაცრუებისა; გჯეროდეთ, გწამდეთ „შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ“ მთელი არსი ქრისტიანობისა საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ ადამიანები ცოდვილნი ვართ, მაგრამ გვყავს მხსნელი, იესო ქრისტე, ძე ღვთისა, და მისთვის შეუძლებელი და დაუძლეველი რამ არ არსებობს! წმიდა სახარებას იმიტომაც ეწოდება სახარება, რომ ის სიხარულს გვაუწყებს! ღმერთმა გაგიმრავლოთ სიხარული!ჩვენთან არს ღმერთი!“,- განაცხადა ქადაგებისას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
29 / მარტი 2024
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოიხსნა.
29 / მარტი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
29 / მარტი 2024
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.