ახალი ამბები
ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი გაიმართება
ზუგდიდში 24 ნოემბერს, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე პირველად კოლხური ღვინის ფესტივალი სახელწოდებით “დია“ გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან. გამოვლინდება და დაჯილდოვდება სამი საუკეთესო ღვინო. ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდება. ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები.

გარდა ამისა, მოეწყობა სოფლის მეურნეობის, აგრო და ტურისტული სივრცეები.  მოხდება იტალიელი მოგზაურის კრისტოფორო დე კასტელის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მე-17 საუკუნის სამეგრელოს ყოფას ასახავს. ამასთან, წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, ჩატარდება მასტერკლასები, გამოიფინება აგროტექნიკა. დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ფოლკლორული ანსამბლები, ხოლო საღამოს ბენდი „Yellow“ დახურავს.

ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა.

ღონისძიების სპონსორები არიან "საქართველოს ბანკი", დეველოპერული კომპანია „m2“, ნენსკრა ჰიდრო, საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია, ოლამი, ნატს.ჯი, IFAD, აგრიჯორჯია, აგრო სახლი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ემ ბი სი, ლაზიკა კაპიტალი, კრისტალი.

საინფორმაციო მხარდამჭერები: POST-TV, მედიაჰოლდინგი kvira.ge, STV და რადიო "ათინათი".


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ხელძღვანელმა ლაშა გვასალიამ აქტივისტი ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახველი, უხამსი და სექსისტური პოსტი და კომენტარები საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
23 / აპრილი 2024
24-25 აპრილს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში შეზღუდვები დაწესდება.
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.