ახალი ამბები
სოფელ ჯგერდასთან ხანძარი ლიკვიდირებულია
სოფელ ჯგერდასთან, ახუცას მიდამოებში, 30 ჰექტარამდე ტყის ფართობზე გაჩენილი ცეცხლი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას. ხანძრის ჩაქრობაში სახანძრო - სამაშველო სამსახურის 15 თანამშრომელი და სოფლის მცხოვრებლები იყვნენ ჩართული.მათივე ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალური კერები დაფიქსირებულია ტყვარჩელის რაიონშიც, მათ ჩასაქრობად 10 - მდე მეხანძრეა ჩართული. მანამდე, უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოხუმის უღელტეხილზე 200 ჰექტარზე ტყე იწვის.

ამავე თემაზე:

სოხუმის უღელტეხილზე ტყე იწვის - სოხუმი დახმარებისთვის მოსკოვს მიმართავს

აფხაზეთის სოფელ ფსხუში ტყე იწვის

ოჩამჩირის რაიონში ტყე იწვის
Print