ახალი ამბები
იაპონიის ელჩი: იაპონური კომპანიები დაინტერესებულნი არიან ანაკლიის პორტით
საქართველოში იაპონიის ელჩის ტადაჰარუ უეჰარას განცხადებით, იაპონური კომპანიები ანაკლიის პორტით არიან დაინტერესებული. მისივე თქმით, მათ ინტერესი ფოთისა და ბათუმის პორტის მიმართაც აქვთ. ამის შესახებ ელჩმა Bm.ge-ის განუცხადა.

„იაპონური კომპანიები, ისევე, როგორც სახელმწიფო, ელოდება თუ როდის მოწესრიგდება ლოჯისტიკის ნაწილი, მოეწყობა გზები და ინფრასტრუქტურა. ეფექტიანად განვითარების შემთხვევაში კი, ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოს აქტივი, არამედ ანაკლიის პორტი მსოფლიოში არსებული დიდი კომპანიების აქტივიც გახდება, თუმცა, ჯერჯერობით, დაკვირვების პროცესში ვართ. სწორედ ასეთი მიდგომა აქვს იაპონიას, ხოლო განვითარებისა და რეალურად დაინტერესების შემთხვევაში, ანაკლიის პორტი იაპონიისთვის ეკონომიკურ დერეფანს შექმნის“, - განაცხადა ელჩმა.

როგორც ტადაჰარუ უეჰარამ აღნიშნა, იაპონურ კომპანიებს საქართველოში ოპერირების დიდი გამოცდილება არ გააჩნიათ, მაგრამ ნელ-ნელა ინტერესი ჩნდება.
Print