ახალი ამბები
ბრიტანეთის „მოძრავი საელჩო“ ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში, ბულვარის მიმდებარედ ბრიტანეთის საელჩოს საქმიანობის შესახებ გამოფენა მოეწყო. გარდა ამისა, ახალგაზრდებისთვის ინტელექტუალური თამაშები გაიმართა, გამარჯვებულები კი სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს პირადად გაესაუბრება ელჩის მოადგილე, ალექს კოლი და ზუგდიდელებისგან მოისმინა იდეები, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მტკიცე კავშირების გაბმა ბრიტანელ და ქართველ ხალხს შორის.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ დღეს ვიმყოფებით ზუგდიდში. ეს არის „ბრიტანეთ-საქართველოს სეზონი 2019“ წლის ფარგლებში მიმდინარე პროექტი, რაც მოიცავს ბევრ ღონისძიებას და ასევე ემსახურება ქვეყნებს შორის მეგობრობის გაღრმავებას. გვაქვს ასეთი პროექტი - "მოძრავი საელჩო". დავდივართ ყველა რეგიონში, გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო გათამაშება და საინტერესო ფაქტები ბრიტანეთთან დაკავშირებით. ასევე ძალიან გვიხარია, რომ ჩართულები არიან ქალები ოკუპირებული აფხაზეთიდან. ეს პროექტი არის გაეროს მიერ დაფინანსებული“, - ამბობს ელჩის მოადგილე.

დიდი ბრიტანეთი საქართველოში მხარს უჭერს კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს სამეწარმეო უნარ- ჩვევების განვითარებაში.
Print