ახალი ამბები
საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდება ფოთში გააპროტესტეს
პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ფოთში გააპროტესტეს და თბილისში პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეები თქმით, ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა კიდევ ერთხელ მოატყუა.

,,ჩვენ მხარდაჭერას, სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში აქციაზე გამოსულ ხალხს. გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევუერთდით მათ დღეს და ამიტომ პროტესტი ამ ფორმით აქ გამოვხატეთ. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი და კიდევ ბევრჯერ მოატყუებს. საკმარისია ბოლოს და ბოლოს ბატონო ბიძინა, გეყოთ. არ გაგივათ ის ოინები, რაც თქვენ გაქვთ დასახული. მე პირადად, როგორც ერთ-ერთი მეომარი გპირდებით, არ გაპატიებთ ქართველი ერის შეურაცხყოფას და სულში ჩაფურთხებას“, - ამბობს აქციის მონაწილე თეიმურაზ შურღაია.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. კანონპროექტის ჩაგდებას პარლამენტთან მეორე დღეა აპროტესტებენ.

მავე თემაზე:

ზუგდიდში მერაბ ქვარაიას ბიუროსთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა

დეპუტატებმა სამეგრელოდან საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა
Print