ახალი ამბები
სოხუმის უღელტეხილზე ხანძრის ჩაქრობაში რუსეთის ვერტმფრენი ჩაერთო
სოხუმის უღელტეხილზე, სოფელ ფსხუს მიდამოებში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი ვერტმრენი, მი - 8 ჩაერთო, რომელსაც 5 ტონამდე წყლის გადაზიდვა შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. სპეციალისტების ცნობით, სოფელ ფსხუს მიდამოებში ძლიერი დაკვამლიანება შეიმჩნევა, რაც ხილვადობის მხრივ პრობლემებს ქმნის. ამ დროისათვის, ცეცხლი მხოლოდ ტყის საფარს უკიდია, თუმცა, ქარის გაძლიერების შემთხვევაში, ხანძრის მასშტაბების გაფართოების საშიშროება არსებობს.

უწყების ინფორმაციით, რუსმა მაშველებმა ამ დროისთვის ხანძრის მცირე კერების ჩაქრობა მოახერხეს, რის შემდეგაც ვერტმფრენმა ჩედიმის ქედისკენ აიღო გეზი.

სოხუმმა დახმარებისთვის მოსკოვს კერ კიდევ 12 ნოემბერს მიმართა, როგორც კი გაირკვა, რომ ხანძარს საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებოდნენ. ხანძრის კერები აღნიშნულ ტერიტორიაზე 10 ნოემბერს გაჩნდა.


ამავე თემაზე:

სოხუმის უღელტეხილზე გაჩენილ ხანძარს ვერ აქრობენ 

სოხუმის უღელტეხილზე ტყე იწვის - სოხუმი დახმარებისთვის მოსკოვს მიმართავს




Print