ახალი ამბები
სოხუმში დაკვამლიანება შეიმჩნეოდა
აფხაზეთის მთიან ნაწილში გაჩენილმა ხანძარმა სოხუმის დაკვამლიანება გამოიწვია. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაცების სამსახურში განაცხადეს. ამავე ცნობით, დაკვამლიანება სხვა ქალქებში არ გავრცელებულა. ამ დროისათვის ხანძრის საერთო ფართობი დაახლოებით 7-8 ათას ჰექტარს შეადგენს, წერს გამოცემა "აიაირა".

16 ნოემბერიდან სოხუმის, გაგრისა და გუდაუთის რაიონებში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეცავიაცია ჩაერთო. მანამდე უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლოკალიზებულია 7- დან 11 ათას ჰექტრამდე ტყის ფართობზე მოდებული ხანძრის 15-20%. საგანგებო სიტუაციების "მინისტრის" ლევ კვიცინიას განცხადებით, სამაშველო სამუშაოების წარმოებას ტერიტორიის ძლერი დაკვამლიანება და ნულოვანი ხილვადობა ართულებს.

სოხუმმა დახმარებისთვის მოსკოვს კერ კიდევ 12 ნოემბერს მიმართა, როგორც კი გაირკვა, რომ ხანძარს საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებოდნენ. ხანძრის კერები აღნიშნულ ტერიტორიაზე 10 ნოემბერს გაჩნდა.




Print