რეგიონი
ზუგდიდში მანქანა ქვეითს დაეჯახა
ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მსუბუქი ავტომობილი მამაკაცს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის საავტომობილო გზას კვეთდა. მათივე ინფორმაციით დაშავებული ხანდაზმული მამაკაცია. 

"სასწრაფო დაახლოებით 15 წუთის შემდეგ მოვიდა. ცუდ ადგილას გადადიოდა, სავარაუდოდ, მძღოლმა ვერ შეამჩნია", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
Print