რეგიონი
მესტიის სოფლებში ხანძრის კერების დიდი ნაწილი ლიკვირებულია
მესტიის სოფელ ეცერში  ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 140-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. ადგილობრივების და მეხანძრეების ინფორმაციით,  ცეცხლის უმეტესი კერები ლიკვიდირებულია. ამავე ცნობით, მაშველები ადგილზე ხანძრის სრულ ჩაქრობამდე დარჩებიან. მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება კვლავ ვრცელდება.



ცეცხლი ორი დღის წინ ტყის ქვედა საფარს მოედო და რამდენიმე ჰექტარია დამწვარი.



საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. და სიტუაცია კონტროლს  ექვემდებარება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.



შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 304-ე მუხლით დაიწყო, რაც ტყისა ან ნარგავის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს.




Print