ახალი ამბები
სალხინოში, სადაც ტყის ქვედა საფარი იწვის სამაშველო-სახანძრო ტექნიკა ვერ შეჰყავთ
მარტვილის სოფელ სალხინოს მიმდებარედ, სადაც ტყის ქვედა საფარი იწვის 50-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. რთული რელიეფის გამო ადგილზე ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.  ამავე ცნობით, მიმდინარეობს დაკვამლიანებული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.



Print