ახალი ამბები
სოხუმი: სავაჭრო - სამრეწველო პალატა ჩინეთში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატამ კვების პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაში „ჩაინა 2019“ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება 12 - 14 ნოემბერს შანხაიში გაიმართა, წერს „აფსნიპრესი“.

ამავე ცნობით, საგამოფენო ექსპოზციაზე წარმოდგენილი იყო აფხაზური წარმოების პროდუქცია - ღვინო, ჭაჭა, აჯიკა, მურაბა, თაფლი, ჩაი, თხილი, ყველი, ტყემლის სოუსი და ჩურჩხელა.

"სავაჭრო - სამრეწველო პალატის" პრეზიდენტმა, თამილა მერცხულავამ გამოცემას უთხრა, რომ „გამოფენაში აფხაზეთის მონაწილეობა, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან, ის განსხვავებით ევროპისგან, პირველად იყო წარმოდგენილი აზიაში“.

მისივე თქმით, გამოფენაში მონაწილეობის მიზანია "აფხაზური პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ამაღლება და ტურიზმის სფეროში ჩინეთთან თანამშრომლობის ჩამოყალიბება".

ამავე თემაზე:

საქართველოს საგარეო უწყება სოხუმში ჩინეთის ბიზნეს - დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა

ჩინელები სოხუმში ელექტრომობილების წარმოების შესაძლებლობას განიხილავენ

Print