ახალი ამბები
გაგრის რაიონში გაჩენილი ხანძრის ფართობი 65% - მდე შემცირდა
აფხაზეთის ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციებისსამინისტროს ინფორმაციით, მაღალმთიან რაიონებში წუხელ არ უწვიმია. მისივე ცნობით, რუსული ვერტმფრენი დილიდან გაემართა გაგრის რაიონის ჟოეკვარას ხეობაში ხანძრის კერების ჩასაქრობად. მაშველების ცნობით, ამ ტერიტორიაზე ხანძრის ფართობი დაახლოებით, 65% - მდე შემცირდა.

სოხუმისა და გაგრის რაიონში ხანძრის კერები 10 ნოემბერს დაფიქსირდა. აფხაზმა მაშველებმა რუს კოლეგებს დახმარებისთვის მას შემდეგ მიმართეს, რაც გაირკვა, რომ ცეცხლს ადგილობრივი ძალებით ვერ გაუმკლავდებოდნენ. 16 ნოემბრიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე გავრცელებული ხანძრის ჩაქრობის პროცესში რუსული ავიაცია ჩაერთო.

ამავე თემაზე:

აფხაზეთის ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის ფართობი შემცირდა



Print