ახალი ამბები
კრიმინალური გარჩევა სოხუმში - ორი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი
სოხუმში ორმხრივი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ის ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება, ამის შესახებ "ჩეგემსკაია პრავდა" ავრცელებს ინფორმაციას.
სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოცემას განუცხადეს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში, ცეცხსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით, სამი ადამიანი შეიყვანეს . ამავე ცნობით, ორი მათგანი გარდაიცვალა.

ადგილზე სამძებრო - ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ტერიტორია, სადაც შემთხვევა მოხდა, შემოკავებულია. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტრო მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. რაულ ხაჯიმბამ "უსაფრთხოების საბჭოს" საგანგებო სხდომა მოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლა კრიმინალურ გარჩევას მოჰყვა, ცეცხლი დაუდგენელმა ნიღბიანმა პირებმა გუდაუთელი ე.წ. ქურდების მიმართულებით გახსნეს, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო მეორე - დაიჭრა. ასევე, დაღუპულია ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, რესტორნის მიმტანი.

Print