ახალი ამბები
იაპონური ბიზნეს - დელეგაცია ანაკლიის პორტის ტერიტორიას დაათვალიერებს
ბიზნეს - დელეგაცია, რომელშიც 20 ცნობილი იაპონური კომპანიაა წარმოდგენილი, ანაკლიის პორტის სამშენებლო მოედანს და ეკონიმიკური ზონის ტერიტორიას ეწვევა. ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა „ინტერპრესნიუსს“ აცნობა.

იაპონიის მთავრობის მიერ ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის (SEZ) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ჩასატარებლად, იაპონიის წამყვანი ინჟინრული საკონსულტაციო კომპანია Nippon Koei Co Ltd მუშაობს. აღნიშნულ სამუშაოები 2019 წლის მაისში გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება. მათში ასევე ჩართულები არიან იაპონური კომპანიები, Tomonius Co Ltd და Phnom Penh-ი, რომლებიც დეტალურ კვლევას აწარმოებენ. კვლევის მიზანია ანაკლიაში, წარმოებისა და ლოჯისტიკურ სექტორში, უცხოური, მათ შორის იაპონური კომპანიების მოზიდვა.

საქართველოში იაპონიის ელჩის უჰარა ტადაჰარუს განცხადებით, იაპონიას დიდი ინტერესი აქვს საქართველოს, როგორც ეკონომიკური დერეფნის მიმართ.

„ამჟამად იაპონიიდან წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები არიან ჩამოსული, რომელებიც დაინტერესებული არიან, როგორც საქართველოში ინვესტიციით, ასევე ანაკლიის ეკონომიკური ზონაში თავიანთი ბიზნეს საქმიანობის წარმოებით“, - თქვა მან.

"იაპონური კომპანიებისა და „ანაკლია სითის“ შორის თანამშრომლობა ყოველთვის იყო ჩვენს დღის წესრიგში, ვინაიდან იაპონური ინვესტიცია კაპიტალთან ერთან მოიაზრებს მრავალწლიან ცოდნას, გამოცდილებას, ტექნოლოგიების შემოდინებასა და ხარისხს,“- განაცხადა ანაკლია სითის და ეკონომიკური ზონის დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

იაპონიის ბიზნეს - დელეგაცია საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში იმყოფება.





Print