ახალი ამბები
ორი ზუგდიდელი პედაგოგი სკოლის საუკეთესო დირექტორთა კონკურსის ფინალშია
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფინალში "საჯარო სკოლის 2019 წლის საუკეთესო დირექტორი" ზუგდიდის მეცხრე საჯარო სკოლის დირექტორი თეა გაბელაია და რუხის საჯარო სკოლის დირექტორი გოგი თოდუა მოხვდნენ.

ფინალურ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სულ 6 კანდიდატი გავიდა.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა საქართველოს საჯარო სკოლის იმ დირექტორებს შეუძლიათ, რომელთაც ამ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 6-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ. გამარჯვებულს ჟიური სხვადასხვა კრიტერიუმებით შეარჩევს. მათ შორისაა საკუთარი სკოლის განვითარებაზე ზრუნვა, ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ინოვაციურობა და სხვა.
Print