რეგიონი
ზუგდიდის გარკვეულ ნაწილში სასმელი წყალი სატესტო რეჟიმში გაუშვეს
ზუგდიდში, წერეთლის, გოროზიას, რუსთაველის და კიდევ რამდენიმე ქუჩის 4000-მდე აბონენტს, ცენტრალური წყალი სატესტო რეჟიმში მიეწოდება. საქართველოს წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ გამრიცხველიანების პროცესი გრძელდება და ზუგდიდში წყალი უწყვეტ რეჟიმში თებერვლის ბოლოდან ექნებათ. მათივე ცნობით, წყალი რომელიც სასტარტო რეჟიმში გაიშვა ტექნიკურია და მისი დასალევად გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

„ახლა ფილტრები არ არის დაყენებული, დასალევად მის გამოყენება არ შეიძლება. სატესტო რეჟიმში გაიშვა და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მათი გამოსწორება ხდება და მას შემდეგ მოსახლოებას სახლში წყლის შეყვანა შეეძლება“, - გვითხრეს კომპანიაში.

წყალმომარაგების სამუშაოებისთვის, რომელიც 2015 წლის დეკემბერში დაიწყო, 94 მილიონი, ხოლო წყალარინების პროექტზე 84 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული.

Print
თეგები: ზუგდიდი / წყალი /