რეგიონი
სოხუმში გატაცებული მამაკაცი იპოვეს
ოკუპირებულ აფხაზეთში 24 ნოემბერს გატაცებული არმენ გრიგორიანი გაათავისუფლეს. იგი სამართალდამცავებმა გუდაუთის ერთ-ერთ რაიონში იპოვეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციით, ფაქტზე რამდენიმე პირია და დაკავებული. რაც შეეხება გრიგორიანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

1976 წელს დაბადებული არმენ გრიოგორიანი ე.წ. ლეჩკოპის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან, 24 ნოემბრის გაიტაცეს.
Print