ახალი ამბები
ზუგდიდის ბიუჯეტი 1, 6 მილიონი ლარით გაიზარდა
ზუგდიდის 2019 წლია მთავარ საფინანო დოკუმენტში ცვლილებია. კერძოდ, ბიუჯეტი 1 მილიონ 650 ათასი ლარით იზრდება. ცვლილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს. საფინანსო -საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული თანხა, ძირითადად, ქონების გადასახადიდან შემოვიდა, რაც მოსივე თქმით, შემდეგ საკითხებს მოხმარდება:

500 ათასი ლარი - ყინულის მოედნის დემონტაჟი და მონტაჟის სამუშაოები; 

161,1 ათასი ლარი - სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამა;

320, 4 ათასი ლარი - ააიპ "კეთილმოწყობის ცენტრის" დაფინანსება;

140,0 ათასი ლარი - ანაკლია განმუხურის რესორტის სუბსიდირება;

4.0 ათასი ლარი - მერიის ადმინისტრაციული ხარჯები;

300.0 ათასი ლარი - მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივობების კეთილმოწყობა და განახლება;

80,0 ათასი ლარი  - გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია;

3,0 ათასი ლარი - ხიდების მშენებლობა;

88,0 ათასი ლარი - სანიაღვრე არხების მოწყობა;

48,0 ათასი ლარი - სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები;

5,5 ათასი ლარი - საპროექტო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შედგენა.

Print