ახალი ამბები
მოქალაქემ ზუგდიდში აქციის მონაწილეებისგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაცვა სცადა (ვიდეო)
მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცოცხებს, პლასტმასის კასრებს, ყავარჯნებს და კვერცხებს უშენდნენ, შუა ხნის გამვლელი ქალი მხარეებს შორის ჩადგა. ის აქციის მონაწილეებს აგრესიული ქმედებების შეწყვეტიკენ მოუწოდებდა. ასევე ეუბნეობოდა, რომ მათი საქციელი სამარცხვინო იყო და ქვეყნის გამყიდველები არიან. აქციის მონწილეებმა მას ცოცხები და კასრები დაუშინეს.

„სად გაზრდით შვილებს, არ გრცხვენიათ, როგორ იქცევით. მონები ხართ, რამდენი მოგცეს ფული?“ - ასე მიმართავდა ის აქციის მონაწილეებს.

მოქალაქემ ჟურნალისტებთან ვინაობის გამხელა არ ისურვა. ბოლოს მას აქციის ერთ-ერთი მონაწილე გადაეფარა და იქაურობას განარიდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან საპროტესტო აქცია, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა. აქციის მონაწილეები სკეიტპარკის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით ყოფილი მმართველი პარტიის ოფისისკენ გაემართნენ. ენმ-ს წევრები და მხარდამჭერები შენობის გარეთ არ გამოსულან, თუმცა მათ ოფისის მინის კედლებზე ბიძინა ივანიშვილის პლაკატები გააკრეს წარწერით: „ბიძინა ხ...ი“.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც იქ დაგვიანებით მივიდა.



Print