ახალი ამბები
ზუგდიდში ენმ-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზუგდიდის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ რადიო "ათინათს" შს სამინისტროში განუცხადეს. ამავე ცნობით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს ცოცხები, პლასტმასის კასრები, ყავარჯნები და კვერცხები ესროლეს. ჩამსხვრეულია შენობის მინები.

ამავე თემაზე:


მოქალაქემ ზუგდიდში აქციის მონაწილეებისგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაცვა სცადა (ვიდეო)

პოლიციამ აქციის მონაწილეები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს განარიდა

ქართული ოცნების მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები დაუშინეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისულებს სსრკ-ს დროინდელი მელოდია ჩაურთეს
Print