ახალი ამბები
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ერთ-ერთ პირს გირაო შეეფარდა
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რომან მალანიას საპატიმრო გირაო, 10 000 ლარი შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დაკავებულის ადვოკატის ჯიტა გულუას ინფორმაციით, სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი გარემოებები გაითვალისწინა.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა პროკურატურის შუამდგომლობა რომან მალანიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების თაობაზე,  დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვას განსაკუთრებით დიდი ოდენობით. თუმცა სასამართლომ მიიღო მხედველობაში გარემოებები, რაც მისთვის ცხადი გახდა დაცვის მხარისგან, რომ არსებობს პოლიციის სამმართველოში ნებაყოფლობით გამოცხადებული მხარე, რომელიც აცხადებს რომ მალანიამ მოცემულ ნარკოტიკულ საშუალებებზე არ იცოდა არაფერი, მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა აღნიშნულის თაობაზე. უბრალოდ, რატომღაც გადაწყვიტა რომ დაებრალებინა თავის თავზე. შესაბამისად, არსებობს მეორე მხარე, რომელიც აღიარებს და დეტალებში მიუთითებს, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნის მას. ამის გათვალისწინებით სასამართლომ გადაწყვიტა შეეფარდებინა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 10 000 ლარის ოდენობით", - უთხრა გულუამ ჟურნალისტებს.

ამავე საქმეზე დღეს ბრალი წარედგინება სასულიერო პირს გიგა ქავთარაძეს. სასამართლო მის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებაზე მოგვიანებით იმსჯელებს.

ამავე თემაზე: 

დაკავებული ბერის ადვოკატი: სასულიერო პირი პოლიციას თვითონ ჩაბარდა

ზუგდიდში სასულიერო პირი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.