ახალი ამბები
ჩხოროწყუში გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ჩხოროწყუში დაკავებული პოლიციელის აღმკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. მოსამართლე ირაკლი აბშილავას გადაწყვეტილებით, მას პატიმრობა შეეფარდა, რითაც სრულად დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა.

აღნიშნული სხდომა მედიისთვის დახურული იყო.

რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატს, მან პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და ის მოსამართლის გადაწყვეტილების გაასაჩივრებს.

ჩხოროწყუში პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი გაუპატიურებაში ადანაშაულებს წუხელ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.


ამავე თემაზე:

ჩხოროწყუში გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს
Print