ახალი ამბები
ზუგდიდის ბაზართან მანქანა აალდა (ვიდეო)
ზუგდიდში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი მანქანა აალდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსვლამდე მოქალაქეებმა შეძლეს.

"გაზზე არ ყოფილა, ძრავს წაეკიდა სავარაუდოდ, ზუსტად არ ვიცი. დაქოქა და ცეცხლი წაეკიდა", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მისი თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.




ფოტო და ვიდეო: დათა აქუბარდია


Print