ახალი ამბები
დაჩი ბერაია: რომან გოცირიძეს ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი
პარლამენტარები ირაკლი ბერაია და რომან გოცირიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ბერაიას თქმით, გოცირიძეს ხელით ვერ მისწვდა და წიხლი დაარტყა.
მისივე განმარტებით, ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას უცენზუროდ რამდენჯერმე მიმართა, რაზეც მისი რეაქცია „ბუნებრივი და ადეკვატური იყო".

„მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმ ინციდენტის გამო, რომელიც მოხდა.რომან გოცირიძე მატყუარა და უზრდელი ადამიანია. მე მას მივუთითე, რომ სირცხვილია, რასაც ის აკეთებს. ამის შემდეგ შეურაცხყოფა მივიღე მისგან. შემდეგ მივუთითე მისი ასაკის შესახებ და ვუთხარი, რომ მამაჩემის და ბაბუაჩემის ტოლი კაცი ხარ და წესიერად მომექეცი-მეთქი. მან არ გაიგონა ეს ნათქვამი და ხელახლა მომაყენა შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ჩემი რეაქცია ბუნებრივი და ადეკვატური იყო, თუმცა საზოგადობას მაინც ბოდიში მინდა მოვუხადო. ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი," - განაცხადა დაჩი ბერაიამ.

თავად ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება გახდა, რომელიც დაჩი ბერაიას შეეხებოდა.
Print