ახალი ამბები
მესტიაში პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია გაიყიდა
მესტიაში პრეზიდენტის რეზიდენციის შენობა აუქციონზე 7 510 000 ლარად გაიყიდა. უძრავი ქონების საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო. Bm.ge-ის ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვება კომპანია "აიღვინისსახლმა" მოიპოვა. შეჯიბრი ოთხ პოტენციურ მყიდველს შორის მიმდინარეობდა.

გამარჯვებულმა კომპანიამ 42 თვის ვადაში ადგილზე ფუნქციონირებადი სასტუმრო უნდა შექმნას. შეძნილი ქონების თანხის გადახდა კი 45 კალენდარულ დღეში უნდა შეძლოს.
შპს "აიღვინისსახლი" თბილისში სხვადსხვა უძრავ ქონებას, მათ შორის, რესტორანს და სასტუმროს ფლობს.

მესტიის რეზიდენცია 2011 წელს აშენდა, ის 2,592 კვ. მეტრ მიწას მოიცავს, შენობა-ნაგებობა კი 11,310 კვ. მეტრ ფართობზეა განთავსებული.

სახელმწიფო ქონება გასაყიდად მთავრობის ახალი პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო გატანილი.

Print