ახალი ამბები
ზუგდიდის პოლიციასთან მდუმარე აქცია გაიმართება
პოლიციის სამმართველოს შენობასთან, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, სამოქალქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მდუმარე აქციას გამართავენ. ისინი პოლიციის შენობათან 17:00 საათზე შეიკრიბებიან.

„სოლიდარობას ვუცხადებთ დედას და გვინდა მოვუწოდოთ ახალგაზრდებს, აუცილებლად დაელაპარაკონ ახლობელ ადამიანებს. შეგვძრა ლუკას ამბავმა, განადგურებულები ვართ, სისტემა ძირეულად უნდა შევცვალოთ“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ციცინო შენგელია.

კიდევ ერთი საპროტესტო აქციას 18:00 საათზე მშობლები გამართავენ.
Print