ახალი ამბები
სინოპტიკოსები ზუგდიდში თოვლჭყაპს ელოდებიან
ზუგდიდში მომავალი კვირიდან ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსები 8 იანვრიდან ჰაერის ტემპერატურის კლებას და ნალექს პროგნოზირებენ. როგორც რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, მაღალ მთაში თოვლი, ხოლო ბარში წვიმა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი.

"ამინდი გაუარესდება 8 იანვრიდან, რაც შენარჩუნდება 13 იანვრამდე. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლება და წვიმა. 10-11 იანვარს შესაძლებელია თოვლჭყაპი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი თოვლია მოსალოდნელი", - ამბობენ სააგენტოში.

ამავე ცნობით, ამ დღეების განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ღამით 1-3, დღისით კი 7-8 გრადუსამდე იქნება. 


Print