ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ გრეიდერის შესასყიდად 274 ათასი ლარი გამოყო
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის საჭიროებისათვის გრეიდერის ტიპის ერთი ტრაქტორის შეძენას გეგმავს. მისი სატენდერო ფასი 274 ათასი ლარია. მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ტექნიკა გზების რეაბილიტაციისთვის და გაწმენდითი სამუშაოებისთვის არის საჭირო.

შესაბამისი ტენდერი 31 დეკემბერს გამოცხადდა და 13 იანვარს დასრულდება.


Print