ახალი ამბები
საშობაო მსვლელობა ზუგდიდში (ფოტო,ვიდეო)
ზუგდიდში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.
მსვლელობა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების, ანსამბლ "ცისკარის" აღსაზრდელები და მოქალაქეები შეუერთდნენ ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყო და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა.

საშობაო ალილოზე სოციალურად დაუცველებისთვის ტრადიციულად შეგროვდა საჩუქრები, რომელიც მათ მოგვიანებით გადაეცემათ. 

მოსახლეობას შობა მიულოცა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ. მისი თქმით, 2020 წელი საქართველოს გამთლიანების წელი უნდა იყოს.

მსვლელობის დასრულების შემდეგ საზეიმო პარაკლისი აღავლინა ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ.

მსვლელობაში არ მონაწილეობდა მეუფე გერასიმე.


Print