ახალი ამბები
მარტვილში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს
მარტვილის სოფელ ტალერში ნათესავებს შორის ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. გარდაცვლილია 50 წლამდე მამაკაცი. ამის შესახებ რადიო "ათინათს" სოფლის რწმუნებულმა შაკა ნაჭყებიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილს გულის არეში ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა.

"სამწუხარო ფაქტი მოხდა. ერთმანეთის ნათესავები არიან. მთვრალები იყვნენ. წაკამათდნენ და ჩხუბში გადაიზარდა, რაც უბედური შემთხვევით დასრულდა", - ამბობს ნაჭყებია.

მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი ადგილზე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
Print