ახალი ამბები
სოხუმში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მესამე პირი დააკავეს
სოხუმში რესტორან „სან - რემოსთან“ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მესამე პირს ასლან აბბას პატიმრობა შეეფარდა. მანამდე, ამავე ბრალდებით, დათო და დემურ ახალაიები დააკავეს. გარდა ამისა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ძებნა გამოცხადდა ერიკ ჭკადუაზე.

22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში ორმხრივი სროლისას ორი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაიჭრა, მათ შორის მძიმედ, 21 წლის დომინიკა აკირტავა, რომელიც უფრო გვიან, 3 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის 22 ნოემბერს აღიძრა.
Print