ახალი ამბები
მირაბ ქიშმარია: აფხაზური არმია არასოდეს დაუპირისპირდება საკუთარ ხალხს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი უარყოფს პროტესტის ჩასახშობად არმიის გამოყენების შესაძლებლობას, წერს "აფსადგილ ინფო". მივმართავ და ვთხოვ მოქმედ ხელისუფლებას და ოპოზიციას მიაღწიონ კომპრომისს და არ მიიყვანონ აფხაზეთის ხალხი შეუქცევად შედეგებამდე“, - თქვა მირაბ ქიშმარიამ.

მანამდე, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, რესპუბლიკაში საგანგებო სიტუაციას შემოღებას არ გამორიცხავს. მან მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა შეინარჩუნონ სიმშვიდე და პროვოკაციებს არ აყვნენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა კი რაულ ხაჯიმბას გადადგომის წინადადებით მიმართა და შესაბამისი დადგენილებაც შეიმუშავა.

9 იანვარს რესპუბლიკაში არსებული საზოგადოებრივ - პოლიტიკური სიტუაციით უკმაყოფილების გამოსახატავად ოპოზიციური ძალების მხარდამჭერები „პრეზიდენტის“ ადმინისტრაცის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების ნაწილი შენობაში შეიჭრა, რაულ ხაჯიმბამ შენობა უკანა კარებიდან დატოვა. დემონსტრანტები „პარლამენტის“ რიგგარეშე სხდომის მოწვევას და „არჩევნების“ შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბამ 39 ათას 793, ხოლო მისმა ოპონენტმა, ალხას კვიცინიამ 38 ათას 766 ხმა დააგროვეს.



Print