ახალი ამბები
ყულიშკარის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ტაქსი ამოყირავდა
ზუგდიდიდან ყულიშკარის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ტაქსი ამობრუნდა და გაზის მილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ უცნობია. ავარიის მიზეზი, როგორც რადიო „ათინათს“ თვითმხილველებმა უთხრეს, დაშავებული საბურავი გახდა.

„მძღოლმა იგრძნო, რომ საბურავი დაეშვა და ნელა დაიწყო მოძრაობა. მან ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი აირჩია და შეჯახება მოსალოდნელზე მსუქუქი იყო.  მძღოლს, რომ არ ემარჯვა დავიხოცებოდით“, - ამბობენ ისინი.

სამარშუტო ტაქსში 18-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

Print