ახალი ამბები
ყულიშკარის მიკროავტობუსის ამოყირავების შედეგად დაშავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა
ზუგდიდი-ყილიშკარის მიკროავტობუსის ამოყირავების შედეგად დაშავებული ოთხი პაციენტის, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთის კი შედარებით მძიმე. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს. ამავე ცნობით, მძიმე მდგომარეობაში მყოფ შუახნის ქალს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება და უტარდება ოპერაცია.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე საქმე სს კოდექსის 276-ე მულხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


Print