ახალი ამბები
საავადმყოფო: ყულიშკარის მიკროავტობუსის ამოყირავების შედეგად დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ზუგდიდი-ყულიშკარის მიკროავტობუსის ამოყირავების შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უთხრეს. ამავე ცნობით, პაციენტის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება და ის  ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან მოხსნეს. მას გუშინ  ოპერაცია ჩაუტარდა.

ზუგდიდიდან ყულიშკარის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ტაქსი გუშინ ამოყირავდა და გაზის მილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი.
Print