ახალი ამბები
მესტიის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი თითქმის გაორმაგდა
2019 წლის დეკემბრის მონაცემებით, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 594 მგზავრს მოემსახურა, რაც  2018 წლის  ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 97 % -ით მეტია. ინფორმაციას მესტიის აეროპორტის ფეისბუკ გვერდი ავრცელებს.

ამავე ცნობით, 2018 წელს 19 ავიარეისი შესრულდა და ამ მომსახურებით 302-მა მგზავრმა ისარგებლა. გასულ წელს კი 29 ფრენა განხორციელდა, რაც იმას ნიშნავს მატება 53%-ია.

მესტიის მიმართულებით და პირიქით, ავიარეისები  ნატახტარისა და ქუთაისის აეროპორტებიდან სრულდება.
Print