რეგიონი
ფოთში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ ქმარმა დაჭრა
ფოთში ახალგაზრდა ქალი ცივი იარაღით დაჭრეს. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ის, სავარაუდოდ ქმარმა დაჭრა. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„გამოძახებაზე მისულ ჯგუფს ახალგაზრდა ქალი დაგვხვდა, რომელსაც მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა არეში და ორი ნაკვეთი ჭრილობა. როგორც თვითონ აღწერს დაზიანებები მიაყენა მეუღლემ. ადგილზე გავუწიეთ დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ჰოსპიტალში. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, საშუალო სიმძიმის, დანარჩენი კვლევა მოხდება სტაციონარში”, - განუცხადა ჟურნალისტებს ფოთის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმმა ლალი დამენიამ.

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება, 126-ე პრიმა მუხლის, პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.
Print