ახალი ამბები
ზუგდიდის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 16-17 იანვარს 1 448 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. ამის მიზეზად "სოკარ ჯორჯია გაზის" ადგილობრივი სერვისცენტრში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასახელებენ. კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი დარსანიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ გაზის გათიშვა აუცილებელი თაბუკაშვილის ქუჩაზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გახდა, რაც გაზსადენი მილის გადატანას გულისხმობს.

მისივე ინფორმაციით, გაზმომარაგება შეუწყდება ქალაქის შემდეგ ქუჩებს და სოფლებს:

თაბუკაშვილის, ვაჟა ფშაველას, ა. როგავას, რ. ლაღიძის, კიკალიშვილის, რუსთაველის ნაწილს, შ. არაგვისპირელის,  ლაზის ნაწილს, გამსახურდიას, ჩიქობავას ქუჩებს და ასევე სოფელ ახალსოფელს და ოფაჩხაფუს.

აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 17 იანვარის დილიდან ეტაპობრივად დაიწყება და საღამომდე დასრულდება.




Print
თეგები: გაზი / ზუგდიდი /