ახალი ამბები
DMO: 2019 წელს დადიანების მუზეუმს 35 ათასი ადამიანი ესტუმრა
გასულ წელს, სამეგრელოში მარტვილის კანიონის შემდეგ, ყველაზე მეტი ვიზიტორი დადიანების მუზეუმს ჰყავდა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის (DMO) ხელმძღვანელმა ლევან წულაიამ მათ მიერ შემუშავებული ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციისას თქვა.

მისი ინფორმაციით, ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს 2019 წელს 35 ათასი ვიზიტორი ესტუმრა.

„მარტვილის კანიონი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრია. სამეგრელოში 80% -ზე მეტი ვიზიტორი მარტვილის კანიონზე მოდის და ეს სტატისტიკა მზარდია. რაც შეეხება მუზეუმებს, მიუხედავად დივერსიფიცირებული შეთავაზებების არ არსებობისა, მარტვილის კანიონის მერე ტურისტების საყვარელი ადგილია დადიანების მუზეუმია“, - ამბობს წულაია.

ამავე თემაზე:

სამეგრელოში აჯიკის სახლის მოწყობა იგეგმება

DMO: ზუგდიდში ფესტივალი „კუჩხა" ჩატარდება


Print