ახალი ამბები
DMO-მ სამეგრელოს ტურისტული განვითარების გეგმა წარადგინა (ვიდეო)
ზუგდიდის ტექნოპარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ (DMO) რეგიონის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა. DMO-ს ხელმძღვანელის ლევან წულაიას თქმით, ეს არის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა, რის მიხედვითაც სამეგრელოში ტურიზმი სამი მიმართულებით, ანტიკური კოლხეთის რევიტალიზაცია, ბუნება და თავგადასავლები და გასტროტურიზმის მიმართულებით უნდა განვითარდეს. 

ანტიკური კოლხეთის რევიტალიზაცია მოიცავს ისეთ მიმართულებებს როგორიცაა:

ტურისტული პროდუქტების განვითარება;

კოლხურ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ძეგლებისა და არტეფაქტების გაცნობა/გაცოცხლება;

საგამოფენო სივრცეების მოწყობა (წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ეთნოგრაფიული მასალა);

კვების სივრცე (კოლხური ტრადიციული სამზარეულო);

კოლხური ნავების მშენებლობა და გამოყენება ტურისტულ ინდუსტრიაში;

გასართობი ცენტრების მოწყობა;

კულტურული ტურების განვითარება;

კოლხური სილამაზის რეცეპტების აღდგენა.


გასტროტურიზმის განვითარება გულისხმობს:

აჯიკის სახლის მოწყობას;

ვიზიტს ადგილობრივ მეწარმეებთან (ენდემური სახეობების წარმოების ტექნოლოგების გაცნობა და პროდუქციის დაგემოვნება);

ვიზიტს ადგილობრივ ბაზარში;

სხვადასხა ფესტივალის მოწყობა.


ბუნება და თავგადასავლები:

ცხენოსნობა;

კაიაკინგი;

რაფტინგი;

ჰაიკინგი;

ველოტურიზმი;

კანიონინგი.

აღნიშნული სამოქმედო გეგმა შემუშავებულია მოწვეული ექსპერტის მიერ, სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამონაწილეობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ტურიზმის მიმართულების გუნდის აქტიური ჩართულობით. მისი მიზანია ისეთი გზამკვლევი დოკუმენტის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის მდგრად განვითარებას და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაზრდას.

პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სამეგრელოს რეგიონში ახალი და ინოვაციური ტურისტული პროდუქტების შემუშავება, ახალი და არსებული ტურისტული ობიექტებისა და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაცია.

DMO არის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ის თანამშრომლობით შექმნილი ორგანიზაცია, რომლის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტები.


ამავე თემაზე: 


DMO: 2019 წელს დადიანების მუზეუმს 35 ათასი ადამიანი ესტუმრა

სამეგრელოში აჯიკის სახლის მოწყობა იგეგმება

DMO: ზუგდიდში ფესტივალი „კუჩხა" ჩატარდება



Print