ახალი ამბები
ზუგდიდელი საოპერო მომღერალი მარტინ სკორსეზეს ფილმში მონაწილეობს
წარმოშობით ზუგდიდელი საოპერო მომღერალი სალომე ჯიქია ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა მარტინ სკორსეზემ ფილმში გადაიღო. ამის შესახებ ის საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

”გმადლობთ, Teatro Lirico di Cagliari, რომ მომეცა საშუალება, გავმხდარიყავი ამ საოცარი პროექტის ნაწილი” – წერს მომღერალი.

ოსკაროსანი რეჟისორის მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი The Oratorio გასულ წელს, ნიუ-იორკის წმინდა პეტრეს ტაძარში გადაიღეს. მისი პრემიერა იანვრის ბოლოსაა დაგეგმილი. დოკუმენტურ ფილმში რეჟისორი იკვლევს ემიგრანტების კულტურისა და ხელოვნების როლს საზოგადოების ფორმირებაში. სპეციალურად ფილმისთვის აღადგინეს ორატორია და დადგეს ტაძარში, სადაც 77 წლის სკორსეზე ბავშვობაში დადიოდა.

სალომე ჯიქია ზუგდიდში, 1986 წელს დაიბადა.  მან 2010 წელს თბილისის კონსერვატორია დაამთავრა. ამჟამად ის იტალიაში მოღვაწეობს.
Print