ახალი ამბები
შსს: ბოტანიკურ ბაღში სანათების დაზიანებაზე ერთი პირია დაკავებული
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სანათების დაზიანების ბრალდებით სამართალდამცავება ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია რადიო "ათინათს" შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით მომხდარზე საქმე 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ახლად რეაბილიტირებულ ბაღში 7 სანათი გუშინ, საღამოს საათებში დაამტვრიეს. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სანათები ახალგაზრდა მამაკაცმა დააზიანა


Print