ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ზუთხები აჩუქეს
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს კერძო პირმა სამი ზუთხი აჩუქა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ბაღის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზვიად ქარჩავამ უთხრა. მისივე თქმით, გარემოსთან შეგუების შემდეგ ზუთხებს ბოტანიკურის ტბაში გაუშვებენ.

„კეთილმა ადამიანმა აჩუქა ბოტანიკურ ბაღს ზუთხები, თუმცა მას არ სურს სახელის და გვარის დასახელება. ახლა აუზში გვყავს, შემდეგ კი ტბაში ჩავსვამთ“, - თქვა ქარჩავამ.

მანამდე ბოტანიკურ ბაღს 11 კობრი აჩუქეს.

ამავე თემაზე:
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სანათები დააზიანეს

შსს: ბოტანიკურ ბაღში სანათების დაზიანებაზე ერთი პირია დაკავებული


Print